საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიური პორტალის - ავტომობილების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციებზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ავტომობილების სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ავტოპარკის, ავტოსაგზაო შემთხვევების, საავტომობილო გზების, საწვავის ფასებისა და მართვის მოწმობების შესახებ.
პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ავტომობილების სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიური გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ანალიზი. პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: ავტომობილები, საწვავი, საავტომობილო გზები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მართვის მოწმობები.