25 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"ჰეზბოლამ" ულტიმატუმი წამოაყენა - თუ ისრაელი ხვალ დღის 3 საათამდე არ შეწყვეტს ცეცხლს ღაზის ტერიტორიაზე, ისინი დიდი ალბათობით ომს გამოაცხადებენ

ომი ახლო აღმოსავლეთში - ვითარება ახლა განსაკუთრებით იძაბება ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართან 

ამის პარალელურად კი, ისრაელმა სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა ჩრდილოეთ ნაწილში. ორ დღეში რაფახის გამშვები პუნქტი უკვე 400-მა უცხოელმა გადაკვეთა.

მხოლოდ დღეს, ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში, 100 უცხოელი გადავიდა, დღის ბოლომდე კი საომარი მოქმედებების ზონას მძიმედ დაჭრილ 60 პალესტინელსაც განარიდებენ.

ცახალის სამხედრო ოპერაცია ანკლავში უკვე პიკს აღწევს. ცოტა ხნის წინ ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმიას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და უკვე ჩრდილოეთ ღაზის  ხუთ რაიონს აკონტროლებს.

ალყაშია ქალაქი ღაზაც. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ცახალი გასცდა ანკლავის მთავარი ქალაქის გარეუბნებს.

ებრაული მედია კი წერს, რომ ისრაელმა "ჰამასის" გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.

არმია რობოტებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მეშვეობით ანადგურებს ღაზის მიწისქვეშა ნაგებობებს, საუბარია უკვე 100-მდე გვირაბზე.

ისრაელის მხარდასაჭერად, ომის დაწყების დღიდან ქვეყანაში ხვალ მესამედ ჩადის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

დღის ამბები