25 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველობისთვის ბრძოლას იწყებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველობისთვის ბრძოლას იწყებს. ხვალიდან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი საქართველოს გუნდი ტურნირში 15 სპორტსმენით ჩაერთვება, მათ შორის 6 ქალი ძიუდოისტია.

ევროპირველობაზე ძიუდოისტთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა, თუმცა გუნდს ყავს ერთი ახალბედაც, გიორგი ტერაშვილისთვის ეს სადებიუტო ჩემპიონატი იქნება. ევროპის პირველობაზე გასულ წელს ქართველებმა 2 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს, წელს კი მედლების არსენალის გაორმაგებას აპირებენ.

ბოლო ევროპირველობა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა - 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, ოქროები ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ, ბრინჯაო კი - გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი 

 

დღის ამბები