თეატრალურ უნივერსიტეტში 20 წლის წინ შექმნილ კვარტეტს, ხვალ ვარსკვლავს უხსნიან. "თეატრალურის კვარტეტმა" მსმენელის სიყვარულის მოპოვება მალევე შეძლო და სასწავლებლიდან სცენაზე გადაინაცვლა.
გრანდიოზული კონცერტისთვის მომღერლები განსაკუთრებულად ემზადებიან და მუსიკალური ნომრების შესრულებას სიმფონიური ორკესტრისა და ბენდის თანხლებით აპირებენ.
"თეატრალურის კვარტეტის" კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, ის მსმენელი კი, ვინც კონცერტს ვერ დაესწრება, მას ექსკლუზიურად "რუსთავი 2-ის" ეთერში, ახალი წლის ღამეს ნახავს. "თეატრალურის კვარტეტი" საკუთარი 20 წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნად სიმბოლურად 20 მუსიკალურ ნაწარმოებს შეასრულებს.