25 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისგან მოისმინეს.

2024 წლის ბიუჯეტით იზრდება სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება, პედაგოგთა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებითაც.

სამუშაო რეჟიმში, საბჭოს წევრებმა მიმდინარე წლის ცხრა თვის ეკონომიკური ტენდენციები, ბიუჯეტის შესრულების შედეგები, 2024 წლისთვის ახალი პროექტები და ეკონომიკური ინიციატივებიც განიხილეს. 

დღის ამბები