ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა ერთ-ერთი ოფშორული ფირმის დახმარებით, შექმნეს კომპანია, რომლითაც სანქცირებული ქონებით სარგებლობას აგრძელებდნენ. ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ოფშორული ფირმის დახმარებით შეიქმნა კომპანიები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა ქონების დასამალად, ბრიტანული კანონის "შავი ხვრელების" საშუალებით იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული Alpha Consulting.
"ალფა კონსალთინგმა" ასევე შეძლო 900-მდე ბრიტანული პარტნიორობის დაარსება, რომლებიც კანონში არსებული "შავ ხვრელებით", ამ ქონების რეალურ, საქნცირებულ მფლობელებს, მილიონიანი ქონების დაფარვასა და კანკარგვასი ეხმარებოდა.
BBC-ის, Finance Uncovered-ისა და სეიშელის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიებით გამოვლინდა რამდენიმე ადამიანი და კომპანია, რომლებიც ოფშორული ფირმებით, კანონის გვერდის ავლით ეხმარებოდნენ პრეზიდენტ პუტინის უახლოეს გარემოცვას, სანქცირებულ პირებს მილიონიანი ქონების დამალვაში.
ირკვევა, რომ პუტინის ახლო წრისთვის "ალფა კონსალტინგი" იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ყველაზე ეფექტურად ახერხებდა გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოყენებას.
ევგენი პრიგოჟინი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც "ალფა ქონსალთინგის" მომსახურებით სარგებლობდა. პრიგოჟინის კომპანია Beratex Group Ltd-ს აშშ-ის სანქცირების ქვეშ 2019 წლიდან მოყვა. ამ შემთხვევაში, პრიგოჟინი პირად კუთვნილებაში არსებულ თვითმფრინავს და ძვირადღირებულ იახტას მალავდა.