25 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა თბილისთან ახლოს დააკავეს - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა თბილისთან ახლოს დააკავეს. ბრეგაძის თქმითვე, სისტემამ კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი აჩვენა.

"ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით. ეს ადამიანები გაიქცნენ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან. ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის დაკავებულია ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელიც, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჯერჯერობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ, ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები