25 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ვინც ეწინააღმდეგება, შეიძლება მხოლოდ ის ჯგუფები იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები - შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებას ვინც ეწინააღმდეგება, შეიძლება, მხოლოდ ის ჯგუფები იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, რას ნიშნავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს განცხადება, რომ "საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, კანონის უზენაესობის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდაპოლიტიკურ საკითხზე, მაგალითად, სააკაშვილის მომავალზე".

"მიხეილ სააკააშვილის ამბავი უკვე დიდი ხანია, გარკვეულია და ვინც სკეპტიციზმით იყო განწყობილი, მათთვის ეს გარკვეულია მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ამხილა, რომ ყველა ეს ინფორმაცია, თითქოს მას არ ჰქონდა სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და სულ მცირე ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, ამ წლის მაისში იყო, მაისის შემდეგ ყველასთვის არის ცხადი. ის, ვინც უარყოფს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უარყოფს რეალობას. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მეც პირადად, გვაქვს ვიზიტები და ამ საკითხთან დაკავშირებით არავისთან კითხვები აღარ არის.

რაც შეეხება მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, ყველა მხარს დაუჭერს ჩვენი კანდიდატობის სტატუსს. ვინც ეწინააღმდეგება ამ სტატუსს, მხოლოდ ის ჯგუფები შეიძლება, იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები