25 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
სამივე პატიმარი უკვე განთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი - რატი ბრეგაძე გაქცეული პატიმრების დაკავების შესახებ
კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. პირველი განცხადება მედიასთან იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა.
 
რატი ბრეგაძის განმარტებით, სამივე მსჯავრდადებული სრულწლოვანია.
 
მისივე თქმით, დაკავებულია ბადრაგიც, თუმცა სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. 
 
"არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით, წარმატებით დასრულდა. სამივე პატიმარი უკვე განთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, მათ დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მინდა მადლიერება გამოვხატო შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი ღირსეული თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ძალიან მაღალ, პროფესიულ დონეზე შეასრულეს ძებნის ღონისძიება.
 
ამ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უწყვეტ რეჟიმში და ეს ღონისძიება სწორედ ამ ადამიანების წყალობით დასრულდა წარმატებით," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 
დღის ამბები