სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამი პატიმარი "ავერსის" კლინიკიდან დღეს გაიქცა. სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.