25 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
თუკი თეონა აქუბარდია შემოიტანს მომართვას სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, ბუნებრივია შევისწავლით მის ამ განცხადებას და გვექნება ჩვენი პასუხი - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, თუკი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატს მიმართავს, სახალხო დამცველის მხრიდან, შესაბამისი პასუხი იქნება. 

როგორც ლევან იოსელიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, დისკრიმინაციული განცხადებები არ უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში

"ბუნებრივია, არამარტო მე, მგონი არ დარჩა საზოგადოებაში არავინ, ვინც ხმამაღლა საუბრობს და ვისი აზრიც გადის მედიაში, რომ საჯაროდ არ დაეგმო ამგვარი ქმედება პარლამენტში იმიტომ, რომ ის რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ, ეს ნამდვილად არ იყო მოსაწონი.

რაც შეეხება თეონა აქუბარდიას მომართვას, რა თქმა უნდა, თუ შემოიტანს ასეთ განცხადებას, სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, ბუნებრივია შევისწავლით მის ამ განცხადებას და გვექნება ჩვენი პასუხი.

ასეთი ტიპის დისკრიმინაციული განცხადებები არ უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ, რაც უფრო ახალისებს იმ პრობლემას, რაც ამ ქვეყანაში არის," - აღნიშნა იოსელიანმა.

 

დღის ამბები