25 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს - ჯოზეფ ბორელი

"მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს,"-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

"რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მიაღწია დაუნდობლობის ახალ პიკს, 24 საათში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი იყო სამიზნე. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება, ვიდრე საჭიროა,"-წერს ბორელი.

დღის ამბები