25 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
თუკი ვეტოს დაძლევს და კანონს მიიღებს უმრავლესობა, სახალხო დამცველი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს - ლევან იოსელიანი "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონპროექტზე

სახალხო დამცველის განცხადებით, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დაძლევს და კანონს მიიღებს, ომბუდსმენის აპარატი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

როგორც ლევან იოსელიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი განცხადება და ნეგატიურად შევაფასეთ ის დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ჯერ არ არის დაძლეული, თუმცა მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო მმართველმა პარტიამ და გადადო ვეტოს დაძლევის პროცედურა, რადგან მე ვფიქრობ, თვითონაც იაზრებენ და ჩვენ,  ვრჩებით ჩვენს აზრზე, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვან წილად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით. გამოხატვის ფორმაში ჩარევა და განსაზღვრის საკითხი მიგვაჩნია, რომ საერთოდ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგზავნეთ ეუთო/ოდირში ჩვენი მოსაზრებები და ველოდებით პასუხს. მე ვიმედოვნებ, რომ როდესაც მოვა ოდირის პასუხი, ჩვენ შევძლებთ დისკუსიის რეჟიმში გადავიტანოთ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს, ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არ მივა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებამდე იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ეს გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში. თუკი ვეტოს დაძლევს და კანონს მიიღებს უმრავლესობა, სახალხო დამცველის აპარატი ამას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს," - აღნიშნა იოსელიანმა.

დღის ამბები