25 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
იქნებ დაასახელონ ვინ არის ამერიკაში ქართველი ხალხის ასეთი მოძულე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს უკავშირებს იმას, ხელისუფლებაში იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" - შალვა პაპუაშვილი

დაასახელონ სახელი და გვარი ადამიანის, რომელიც ქართველ ხალხს პირობად უყენებს, "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლას იმისთვის, რომ ჰქონდეს უფრო მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ " ღამის კურიერის" ეთერშ განაცხადა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

"იქნებ დაასახელონ, ვინ არის ამერიკაში ქართველი ხალხის ასეთი მოძულე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს უკავშირებს იმას, ხელისუფლებაში იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა". დაასახელონ სახელი და გვარი ადამიანის, მაინტერესებს ძალიან. ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს პირობად უყენებს, "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლას იმისთვის, რომ ჰქონდეს უფრო მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან, მათ შორის გამგზავრება ვიზის გარეშე, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აშშ-ში აქვთ კითხვა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს თუ არა აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად. როგორც მან "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით აშშ-ს დაშორდა.

დღის ამბები