25 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
დაპირისპირების მეორე დღე პარლამენტში და ირაკლი ბერაიას გადაყენების მოთხოვნა - რას პასუხობს "ქართული ოცნება" ოპონენტებს

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია დღეს, ერთმანეთს ისევ სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. აქუბარდიამ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბერაიას გადაყენება მოითხოვა. ადრესატს პირადად პასუხი არ გაუცია.

გადადგეს ან გადააყენეთ - თეონა აქუბარდიას მხარდამჭერების ამ მოთხოვნას სხდომაზე თითქმის 1 საათიანი კამათი მოჰყვა. აქტიურობდნენ ქალი დეპუტატები. უმრავლესობამ მათ თეა წულუკიანის გამოსვლის დროს მომხდარი ინციდენტი შეახსენა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

ქალ დეპუტატებს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ. მათი რეპლიკების შემდეგ დარბაზში სიტუაცია ისევ დაიძაბა. კამათის და ხმაურის ფონზე ელისაშვილს დარბაზიც დაატოვებინეს.

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა განცხადებები სხდომათა დარბაზის გარეთაც გააკეთეს. საუბრობდნენ რეაგირების აუცილებლობაზე.

მმართველ პარტიაში ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას გმობენ და ამბობენ, რომ ეთიკა დაცული უნდა იყოს ყველას მხრიდან. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს მედიასთან ბერაიას კონკრეტული განცხადების შინაარსზეც ისაუბრა.

თეონა აქუბარდია სასამართლოს და სახალხო დამცველს მიმართავს. მისი განცხადებით, ამ საკითხზე იურისტების ჯგუფი უკვე მუშაობს.

დღის ამბები