პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. თამარ გაბუნიას განცხადებით, სეზონური გრიპის ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, უკვე აცრილია 60 000-მდე მოქალაქე.
პირველ ეტაპზე, სახელმწიფო პროგრამით მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეებმა ისარგებლეს, ახლა კი, გრიპის აცრის უფასოდ ჩატარება, ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.