25 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ომის დაწყებიდან პირველად, ღაზის სექტორიდან უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს

ღაზაში, ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დაიწყეს, ასევე გასვლის უფლებას აძლევენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს და დაჭრილებს. გავრცელებული ცნობით, ეგვიპტე საზღვრის გასწვრივ საველე ჰოსპიტალს აშენებს. გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 8 700-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს "ჰამასის" მიერ დატყვევებული ისრაელის მოქალაქეების მდგომარეობაზე. ორგანიზაცია "ჰამასს" ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. ისრაელის სამხედროებმა კი დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ჯა-ბალიას რაიონში ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. შედეგად, მათ "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ ბიარი და ათობით ტერორისტი მოკლეს, დაანგრიეს მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც. "ჰამასმა" იერიშის დროს ბანაკში მისი ლიდერის ყოფნა უარყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კი შემთხვევის დროს, 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა.

დღის ამბები