კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს. სამედიცინო დაწესებულებიდან სამი მსჯავრდებული 3 საათის წინ გაიქცა. ავერსის კლინიკის ცნობით, პატიმრები სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მათ დაწესებულებიდან გასვლა მოახერხეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პატიმრები ცენტრალური შესასვლელიდან გამოვიდნენ,დაახლოებით ასი მეტრი გაიარეს,ხოლო კლინიკის მიმდებარე ტერიტორია კედლიდან, დამხმარე კიბის გამოყენებით დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" არაოფიციალურად კლინიკის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ხოლო ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა მათგანი პასუხისგებაში მიეცემა.
"ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მიეცემა ყველა პასუხისმგებლობაში", - განაცხადა ზაზა ზარანდიამ.