26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ნატო კოსოვოში, დამატებით, 700 ჯარისკაცს განათავსებს

ნატო-ს სამხედრო ალიანსი კოსოვოში დამატებით 700 ჯარისკაცს განათავსებს. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის ძალები კოსოვოში, ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შესანარჩუნებლად, ყველაფერს გააკეთებენ.

იენს სტოლტენბერგმა დაგმო ჩრდილოეთ კოსოვოში ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმები და მათ მიუღებელი უწოდა.

შეგახსენებთ, 29 მაისს ეთნიკური სერბების ძალადობრივ პროტესტს, ახლადარჩეული ალბანელი მერების წინააღმდეგ, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედროებთან შეტაკება მოჰყვა - დაშავდა 52 დემონსტრანტი და სამშვიდობო მისიის 30 წარმომადგენელი.

დღის ამბები