ბრატისლავაში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას.
მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და შემდგომ ნაბიჯებს.