26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიუსელში ევროკავშირის ისნტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაჯამეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიუსელში ევროკავშირის ისნტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაჯამეს.

მესამე სექტორის განმარტებით, შეხვედრაზე მეტნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტის შესრულებაში.

თუმცა მათი თქმით, ევროპარლამენტარების შეფასება მმართველი გუნდის მიმართ 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით კრიტიკულია.

"ევროკავშირში ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას, დაიცვას  ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესაძლებელია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. რადგან ამ მხრივ აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი არის სრულყოფილად შესრულებული,"-აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) დირექტორი თამარ ხიდაშელი.

დღის ამბები