26 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
სოფელ ოდიშის მოსახლეობამ, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, სოფლის შესასვლელი გადაკეტა

ზუგდიდში, სოფელ ოდიშის მოსახლეობამ სოფლის შესასვლელი გადაკეტა - ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. გზა მათ მას შემდეგ გახსნეს, რაც მერის მოადგილეებისგან გზის რეაბილიტაციის პირობა მიიღეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შიდა საუბნო გზაზე გადაადგილება უკვე წლებია, საფრთხის შემცველია.

აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

დღის ამბები