რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
"ვულოცავ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მომავალ წლებში", – წერს შარლ მიშელი "ტვიტერში".