საქართველოში, უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონებს.
სამუშაოები ჩატარდა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონსა და თბილისის საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებზეც. სათადარიგო სტადიონები აშენდა წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმშიც. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.