26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა, ადმინისტრაციული წესით, 6 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალად პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედება.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია "აზიმუტმა" განახორციელა. პარალელურად, აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია გაიმართა. პირველი რეისის შესრულებას სტვენით, შეძახილებით და ბანერებით შეხვდნენ.

დღის ამბები