26 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაში ისმოდა - დაიბომბა კიევის, დნეპროპეტროვსკის, როვნოსა და ლვოვის ოლქები

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გასული ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში ისმოდა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის, დნეპროპეტროვსკის, როვნოსა და ლვოვის ოლქშიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ, კიევის მისადგომებთან ყველა სამიზნე გაანადგურა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ სამხრეთ-დასავლეთ ბახმუტის ნაწილს და ქალაქის გარეუბანში წინ მიიწევენ.
 
CNN-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონი კიევს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების ექსპორტზე თანხმობას განაცხადებს.

უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს ნორვეგიის თავდაცვის უწყება. მინისტრის განცხადებით, ისინი კიევს 8-მდე მრავალჯერად სარაკეტო გამშვებებს და ადგილმდებარეობის 3 რადარს გაუგზავნიან.

დღის ამბები