26 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპის საბჭოს სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოვა

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს - სწორედ ეს იქნება ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე, სადაც ის დღეს სიტყვით გამოვა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერი გამართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ყურადღების გამახვილებას აპირებს, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოს შიდა გამოწვევებზე. პრემიერი ამბობს, რომ თუ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია და იყოს მშვიდობა, საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი უნდა ქონდეს.

სამიტი რეიკიავიკში, საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში ტარდება, სადაც დელეგატებს ისლანდიის პრემიერი და ევროპის საბჭოს გენმდივანი მასპინძლობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

დღის ამბები