26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისარს იაკოვ შაბთაის და დელეგაციის წვერებს შეხვდა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილიც ესწრებოდნენ.

მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა მოხდება. თავის მხრივ, ისრაელიც მზადაა განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

დღის ამბები