26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების შესახებ ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება. მისი თქმით, "ქართული ოცნება" თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პარტიასთან, იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ქვეყანას საზოგადოებას და ხელისუფლებას აქვს დასახული.

“ევროპის სოციალისტურ პარტიის" იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალხის ფასეულობებთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები