26 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას პროვოკაციად აფასებს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს.

"მორიგი რუსული პროვოკაცია!

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას უვიზოდ 15 მაისიდან შეძლებენ, დღეს გახდა ცნობილი.

ასევე, პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე.

დღის ამბები