თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა 30 მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში დაამტკიცა.
საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დახმარება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში სულ 63მ მილიონ ევრომდე შეადგენს და მომავალ წლებშიც გაგრძელდება.