26 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა.

აეროპორტის დათვალიერების შემდეგ, ავიამიმართულებების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც The USAID Economic Security Program -ის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონსულტანტმა იმუშავა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო ბაზარი შეფასდა. შედეგად, გამოვლინდა 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. ასევე, ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნეს შეთავაზებებს გაუკეთებს.

დღის ამბები