26 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს - ჯონ კირბი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებმა თითქმის ყველაფერი მიიღეს, რაც კონტრშეტევისთვის ითხოვეს. როგორც ჯონ კირბი აღნიშნავს, მათ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა აღარ გაგრძელდება.

მან კომენტარი გააკეთა ომში მყოფი ქვეყნის კონტრიერიშებზეც და აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია.

"უკრაინელებმა შეძლეს ბოლო 48-72 საათის განმავლობაში მათ წინააღმდეგ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომლებიც მათ არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შევჩერდებით, ეს არ ნიშნავს რომ დავასრულეთ. თქვენ ნახავთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას. რაც შეეხება ნებისმიერი სახის კონტრშეტევის განხორციელებას, ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია," - განაცხადა ჯონ კირბიმ.

დღის ამბები