აღმაშენებლის გამზირზე, გვიან ღამით დაწყებული სპეცოპერაცია, კონსპირაციულ ოფისში ამ დრომდე მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები, ე.წ ქოლცენტრების არსებობის შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
სამართალდამცავებს, ოფისში შესასვლელად სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდათ. ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაწესებულება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის და უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, დავით არახამიას სახელთანაა დაკავშირებული. სხვა დეტალებს, "რუსთავი2" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.