26 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
საქართველომ არა თუ შეინარჩუნა NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი თავდაცვის სფეროში, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური - ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ საქართველომ არა თუ შეინარჩუნა ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი თავდაცვის სფეროში, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური. ამის შესახებ ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"რეგიონში გაზრდილი საფრთხეების პარალელურად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველომ არა თუ შეინარჩუნა ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი თავდაცვის სფეროში, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, რასაც ადასტურებს ნატოს მხრიდან პრაქტიკული წევრობის ინსტრუმენტების კიდევ უფრო გაფართოება და ამ გაფართოების ფარგლებში გადადგმული უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერის ნაბიჯები. ამას ადასტურებს 2022 წელს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლება, რომელსაც მთლიანად ქართული მხარე ხელმძღვანელობდა. ამას ადასტურებს საქართველოში 2022 წელს ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი, სადაც არაერთი ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობდა," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

დღის ამბები