უკვე მე-15 დღეა, რაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დროა, მხარეები დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ.
მათივე თქმით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც საქართველოში შემოვა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი.
ამ განცხადებით, მათ თამარ გაბუნიას უპასუხეს, რომელმაც თქვა, რომ იშვიათი დაავადებების საბჭო უნდა გაიხსნას სხვა იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისთვისაც და მნიშვნელოვანია, მკურნალობისთვის უფრო ფართო ფორმატში მოხდეს მსჯელობა.