26 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს - ზაზა პაპუაშვილი

"მოვდივართ იმიტომ, რომ მოვეფეროთ და სიყვარული ავუხსნათ ჩემს ქვეყანას, დავინახოთ პატივისცემა და ერთმანეთის ძალა ვიგრძნოთ, მოვდივართ იმიტომ, რომ არავინ გაბედოს ამდენი სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით," – ამის შესახებ მსახიობმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო საკუთარ ბედს თავად უნდა წყვეტდეს.

"მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება, ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც მომართულია ჩვენი ქვეყნის მიმართ, შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა. მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან თუ ხალხებთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე. ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს,"- აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.

დღის ამბები