26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონობა, შესაძლოა, დღესვე იზეიმოს - "ინტერმა" "ლაციო" დაამარცხა

ნეაპოლში ჩემპიონობისთვის ემზადებიან - დღევანდელი დღე შეიძლება "ნაპოლის" ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწეროს. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ლაციო" 3:1 დაამარცხა, ლუჩანო სპალეტის გუნდს შანსი გაუჩნდა, რომ სალერნიტანას დამარცხების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე იზეიმოს, რაც ისტორიაში მესამედ იქნება, 1990 წლის შემდეგ კი პირველად.

თუ "ნაპოლი" "სალერნიტანას" მატჩი ფრედ დასრულდება, "სპალეტის" გუნდის საჩემპიონო ზეიმი გადაიდება, ამ ტურში სკუდეტოს მოპოვებისთვის ქულა საკმარისი არ არის.

 

დღის ამბები