26 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ოპოზიციის მხრიდან ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რამენაირად დაზიანება მიაყენონ ქართულს სახელმწიფოს

"ძალიან არასერიოზულია მათი ეს მცდელობები საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ერთ კომისიასთან დაკავშირებით. ზოგი "ქოლცენტრებზე“ ითხოვს და ზოგი მოსამართლეების თემაზე. ეს სპეკულაციები მათი მხრიდან არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რამენაირად დაზიანება მიაყენონ ქართულს სახელმწიფოს.“- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ეროვნული თავმოყვარეობა არ აძლევთ იმის ფიქრის საბაბს თქვან, რომ იცით რა თუკი მოსამართლემ, ვინც არ უნდა იყოს, მოქმედი ქართველი მოსამართლეები დაგისანქცირეს მტკიცებულების გარეშე, ამას კი არ ავყვეთ, არამედ ელემენტარული პროტესტი მაინც გაგვიჩნდეს, რატომ მტკიცებულების გარეშე, რა სტანდარტია, როცა მტკიცებულების სტანდარტი ამ ქვეყანაში, როგორც იქნა აიწია, როგორც იქნა სხვა "ლეველზე“ გადავედით ამ მიმართულებით, არა, ისინი პირიქით, ამას იყენებენ მიზეზად და რაღაცა კომისიების შექმნაზე ლაპარაკობენ“- აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პარლამენტი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს არ დაუშვებს და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ საგამოძიებო ფუნქციები შეითავსოს.

მისივე თქმით, ამ საქმით კომპეტენტური ორგანოებია დაკავებული და არასერიოზულია სამართალდამცავების ნაცვლად მათ მიერ საქმის გამოძიება.

"საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს საქართველოს პარლამენტი არ დაუშვებს. ეს ერთი და მეორე, საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, რომ საგამოძიებო ფუნქციები შეითავსოს. მაგალითად, აბსოლუტურად სასაცილო, არარეალური და ამავდროულად ამორალურია გერმანელი და ქართველი სამართალდამცავები, ასობით ადამიანი ერთად რომ არის რამდენიმე წელია ღონისძიებებში ჩართული და ავლენენ თვეში ერთ ქოლცენტრს და იცით რამდენად რთული გამოსაძიებელი, რამდენად რთული დასამტკიცებელი და რამდენად რთული მოსაძიებელია თუნდაც დაზარალებული სხვა ქვეყანაში- აი ამის ფონზე მაინც ახერხებენ ხალხის დაკავებასაც, "ქოლცენტრების“ გამოვლენასაც, მხილებასაც და ევროპელი და ქართველი სამართალდამცავების ნაცვლად უნდა დავსხდეთ ახლა ჩვენ და ჩვენი "პატიოსანი ოპოზიცია" და ვიძიოთ საქმე, რაც აბსოლუტურად არასერიოზულია. ამ საქმით ვინც უნდა იყოს დაკავებული, კომპეტენტური ორგანოები, ისინი არიან დაკავებული." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები