მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - ეს ის მიმართულებებია, რამაც საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებლები გაზარდა. ახალი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 7.3 მეათედი პროცენტით გაიზარდა. პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი 7.2 მეათედია.
საფინასო სექტორში ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით დღეს ყველაზე მყარია. 2,5 მეათედიან ნიშნულს დოლარი ბოლოს 2018 წელს გადასცდა. ეკონომიკის ახალ მონაცემებზე საუბრობრობენ ეროვნულ ბანკშიც. ამბობენ რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური პროგნოზი 4.5 მეათედ პროცენტამდე გაიზრდება.
ეკონომიკური ზრდაში მნიშველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა 790 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მონაცემი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%- ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების განცხადებით ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია მშვიდობის პოლიტიკასთან.
ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, განახლებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვეში ერთხელ აქვეყნებს.