26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მედიის თავისუფლება, ეს იქნება ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორები, რომლითაც საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს - კატრინ კოლონა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

მიმდინარეობს შეხვედრა კოლეგასთან, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები. ვიზიტი დიპლომატმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო. 

მცირე კომენტარი კატრინ კოლონამ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ყველა ჩემს ქვეყნაში - ევროპასა და ევროკავშირში, შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა პარლამნეტში. ჩვენ ვნახეთ გამოსვლები და დემონსტრაციები. ჩვენ ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ თქვენ მოითხოვდით უკეთეს თავისუფლებასა და დემოკრატიას, შედეგი იყო კარგი.

პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაშიც იყო მისი მხარდაჭერა გამოთქმული ახალგაზრდების სპონტანურ ქმედებებზე საქართველოში. ინტეგრაციის პროცესი ხანგრძლივია. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მედიის თავისუფლება - სწორედ ეს იქნება ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორები. ეს ყველაფერი წერია საქართველოს გზამკვლევზე, რომელითაც საქართველო უნდა ხელმძღვანელობდეს," -  აცხადებს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა.

დღის ამბები