26 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
უნგრეთის საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე თავისუფალი თეატრი ორი სპექტაკლით წარდგა

უნგრეთის საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე თავისუფალი თეატრი ორი სპექტაკლით წარდგა. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე X საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე თავისუფალმა თეატრმა მთავარ პროგრამაში რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის ორი სპექტაკლი - "რიჩარდ III" და "ოტელო" წარადგინა.

ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში გამართულ წარმოდგენებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

მინისტრი საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა.

"ოლიმპიადაზე, მსოფლიო ქვეყნებს, რომ აერთიანებს, სხვადასხვა ქვეყნის თეატრს, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ძირითად პროგრამაში, რომელშიც ყველა თეატრი ვერასდროს ვერ ხვდება.  ჩვენ ორი რის განმავლობაში ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის სცენაზე ვიხილეთ ქართული თეატრი, რომელსაც წილად ხვდა ოვაცია,"-აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები