26 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირის მოთხოვნებიდან დიდი ნაწილი არ არის შესრულებული - პოლონეთის პირველი დიპლომატი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ხვდება

პოლონეთის პირველი დიპლომატი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დაწყებამდე თქვეს, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, თუ როგორ სრულდება ქვეყანაში ევროპის 12 რეკომენდაცია.

მათი შეფასებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელი რჩება. პარტიებში თქვეს ისიც, რომ პოლონეთის პირველ დიპლომატთან ისაუბრებენ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხებზეც.  

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პოლონეთი არის და იყო ყოველთვის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე. 

"პოლონეთი არის და იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრაინებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს როდესაც რჩება რამდენიმე თვე  ევროკავშირის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების დღემდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიაროთ ის ხედვა, რაც უკავშირდება ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ევროკავშირის მოთხოვნებიდან დიდი ნაწილი არ არის შესრულებული," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრისას, საუბრის მთავარი თემები სტატუსის მიღებას შეეხება. 

"მთავარი საკითხი, სავარაუდოდო, იქნება სტატუსის საკითხი, რა სიტუაციაშია ქვეყანა, რა გამოწვევები გვაქვს, როგორ აღასრულებს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რომელიც არის და ამის გარდა, რა სხვა ტიპის პოლიტიკური პრობლემები არსებობს სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

სერგო ჩიხლაძე იმ ძირითად გზავნილებზე საუბრობს, რომელიც პოლონეთის პირველ დიპლომატთან შეხვედრის დროს უნდა განიხილონ.

"ძირითადი სასაუბრო თემა იქნება 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა, რასაც არ ასულებს ქართული ოცნება. აქცენტი გაკეთდება ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლო თემა, როგორიც არის პოლიტიკური პატიმრების თემა, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, მედიათავისუფლების თემა, დეოლიგარქიზაციის საკითხები, 19 აპრილის შეუსრულებლობის საკითხები. ეს იქნება ძირითადი გზავნილები,“ - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები