26 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დაკავებული ფოტოგრაფების მიმართ, გამამართლებელი განაჩენი დადგა

ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წელს დაკავებული ფოტოგრაფების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიღო.

გამამტყუნებელი განაჩენი ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძესა და ნათელა გედენიძეს მიმართ საბოლოოდ გაუქმდა. ამასთან პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

სამართალდამცავებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. არც ერთი მათგანი თავს არ ცნობდა ჯაშუშობაში დამნაშავედ, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს.

ფოტოგრაფებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რა პირობებში მიაცემინეს მათ იძულებით ჩვენებები და რა ვითარებაში იმყოფებოდნენ გლდანის ციხეში. 

დღის ამბები