26 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე უკვე სამშობლოშია

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 13 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. ამჯერად, საქართველოში ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" თანამშრომლები ჩამოფრინდნენ. გუშინ კი ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ ავიაკომპანია "ჯეოსქაის" თანამშრომლები.

შეგახსენებთ საქართველოს 33 მოქალაქე სუდანიდან ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თურქეთში გაემგზავრნენ. სუდანიდან მათი უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.

დღის ამბები