26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კოლეგას შეხვდა 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. ვახტანგ გომელაური გერმანელ კოლეგას შეხვდა. აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის თანამშრომლობის ისეთ სფეროებზე, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

გერმანიის პირველმა პოლიციელმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირთან "რეად მისიის" შეთანხმების განხორციელება და უვიზო მიმოსვლის საპასუხოდ ქვეყანაში გატარებული რეფორმები.

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური ასევე შეხვდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტსაც. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს და დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები.

დღის ამბები