26 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში არის მაღალ დონეზე - არჩილ თალკავაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ როდესაც საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია. 

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და სხვა მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტები საქართველოში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ველით ევროკავშირისგან გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში არის მაღალ დონეზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ვინც უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში გვეუბნება, რომ საქართველო დაიკარგა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და არავინ საქართველოს არ აქცევს ყურადღებას.

ფაქტია, რომ მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სამი ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტს გეგმავს და ახორციელებს საქართველოში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები