2023 პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 357 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შედარებით, 1.3%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.