26 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
WizzAir ახალ მიმართულებას ამატებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ მიმართულებას ამატებს. "ვიზეარი" პირველი დეკემბრიდან ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს.

ახალი რეისის გარდა, ავიაკომპანია აეროპორტის ბაზაზე საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერდროულად ავიაკომპანიის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

დღის ამბები