26 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

ევროპის ქვეყნების კიდევ ერთი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში - თბილისში პოლონეთის საგარეო უწყების პირველი პირი იმყოფება. ზბიგნევ რაუს ოფიციალურ შეხვედრებს დილიდან გეგმავს. შედგება მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირისპირ ფორმატის გარდა გაიმართება ორი ქვეყნის დელეგაციებს შეხვედრაც.

ზბიგნევ რაუ ევროპის ქვეყნების რიგით მესამე საგარეო უწყების ხელმძღვანელია, რომელიც თბილისს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ესტუმრა. მარტში საქართველოში ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო უწყების პირველი პირები იმყოფებოდნენ. ხვალ კი თბილისში უკვე საფრანგეთის პირველ დიპლომატს ელოდებიან.

მსგავსი ტიპის ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. თეიმურაზ ჯანჯალია პოლონელ მინისტრს აეროპორტში დახვდა.

დღის ამბები